Friday, May 14, 2010

კომპიუტერი




მნიშვნელობა/აქტუალობა:ბავშვები შეიძენენ დამატებით ცოდნას, გამოიყენებენ ფაქტებს საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად და გაიმდიდრებენ ინგლისური ენის ლექსიკურ მარაგს.
მიზნები და შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიება-დამუშავების, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობის უნარები. ჩამოუყალიბდებათ საკუთარი აზრის გამოთქმის და დასაბუთების, ურთიერთთანამშრომლობის, განსხვავებული აზრის პატივისცემის,უცხო ენის პრაქტიკასში გამოყენების, მოძიებული მასალის ბლოგის სახით გამოქვეყნების უნარ-ჩვევები.
შეფასების საგანი და პროცედურები:მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:1.ინფორმაციის მოძიება 2.ჯგუფური თანამშრომლობა 3.ზეპირი პრეზენტაცია 4. წერითი სამუშაო
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება, უნდა გააჩნდეთ ინგლისური ენის შესაბამისი ლექსიკური მარაგი.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო:ინფორმაციის მოსაძიებლად მოსწავლეებს დასჭირდებათ შესაბამისი ლიტერატურა,კომპიუტერები,პროექტორი,მარკერები,დაფა.
სასწავლო პროექტის მსვლელობა: 1. თემის შერჩევა.მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თემის სათაურს. 2. ჯგუფების შედგენა. მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამ ჯგუფად და აძლევს შემდეგ დავალებებს:1 ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია როდის შეიქმნა პირველი კომპიუტერი და ვინ იყო კომპიუტერის გამომგონებელი. მე-2 ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია კომპიუტერის დადებითი მხარეების შესახებ. მე-3 ჯგუფი-მოიძიონ ინფორმაცია კომპიუტერის უარყოფითი მხარეების შესახებ. 3. ექსკურსია-მოსწავლეები მოინახულებენ ძველი თაობის კომპიუტერებს, გაეცნობიან მათ შესაძლებლობებს და მიიღებენ ვრცელ ინფორმაციას ძველი თაობის კომპიუტერების შესახებ. 4. შეჯამება. მოსწავლეები შეაჯამებენ ისტიდან და ლიტერატურიდან მოძიებულ მასალას,ასევე ექსკურსიის დროს მიღებულ ინფორმაციას. 5. პრეზენტაცია. მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას. 6. ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე. მოსწავლეები ქმნიან ვებ-გვერდს და ათავსებენ მასალას.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი